დათო კენჭიაშვილის სამი სიმღერა „ოქროს ტალღის“ ნომინანტებს შორისაა – მათ შორის გიორგი ვარდოსანიძესთან ერთად ჩაწერილი ნამუშევარი – „ლანდებს“, „ისევ და ისევ“ და ასევე „ჯანაია“. დათოს ზოგადად, კონკურსებში მონაწილეობა არ უყვარს და მიიჩნევს, რომ უკონკურენტოა.
დათო კენჭიაშვილი:
კონკურსებში მონაწილეობის სურვილი ნაკლებად მაქვს, რადგან ვერავის აღვიქვამ ჩემს კონკურენტად. ყველა სხვადასხვა ჟანრში მუშაობს, მე ჩემი სტილი მაქვს, ფოლკლორიდან მოვდივარ, მაგრამ ჩემი ჟანრი ფოლკლორი არ არის. ვინც მონაწილეობს, ყველას წარმატებას ვუსურვებ…
ნინო მურღულია
