დათო ხუჯაძის სიმღერა, რომელიც მან „გუფი ლენდთან“ ერთად ჩაწერა, მსმენელს შორის საკმაო პოპულარობით სარგებლობს. მან „ოქროს ტალღის“ ნომინანტებს შორის საკუთარი ადგილი მოიპოვა და ახლა თქვენს ხმებს ელოდება. შეგახსენებთ, რომ ჩვენს საიტზე მიმდინარეობს ხმის მიცემა და ნებისმიერ ნომინანტს შეგიზლიათ დაეხმაროთ გამარჯვების მიღწევაში, ხმის მიცემა დღეში ერთხელ შეგიძლიათ.
რაც შეეხება დათოს, მან სიმღერისა და „ოქროს ტალღის“ შესახებ ჩვენს საიტს კომენტარი მისცა.
დათო ხუჯაძე:
სხვათა შორის, ამ სიმღერაზე განსაკუთრებული აქცენტი არ მქონდა გაკეთებული, თუმცა ჩემდა გასაკვირად, „ჩემო გოგო“ პოპულარული გახდა. ინტერნეტშიც ბევრი ნახვა აქვს.
რაც შეეხება „ოქროს ტალღას“, ჩემი აზრით, ასეთი კონკურსები აუცილებელია. მე აქამდე არ მიმიღია მონაწილეობა. ძალიან კარგია, რადგან ასეთი ტიპის კონკურსები ხელს უწყობს შოუბიზნესის განვითარებას, შიდა კონკურენციას და ა.შ.
ძალიან გამიხარდა, რომ ნომინანტებს შორის მოვხვდი. იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებ (იღიმის).