მომღერალი დათუნა მგელაძე „ფეისბუქის“ გვერდზე საცობების პრობლემას ეხმაურება და წერს, რომ ქალაქში შაბათ-კვირასაც შეუძლებელია მოაძრაობა.
„უკვე აღარც შაბათ-კვირა შველის ამ ქალაქს. ცოტა ხანში საერთოდ შეუძლებელი იქნება მოძრაობა ავტომობილით და არც ვიცი, ამ პრობლემას რით უნდა უშველონ.
მე მართლა ძალიან დამაწყდა ნერვები, ამ პატარა ქალაქში რომ ფიქრობ, ერთი უბნიდან მეორეში საიდან წახვიდე, რომ მიასწრო. მაგრად ტეხავს და მგონი, ეს სუნიანი მანქანები ვაზს რომ წამლავენ, ისე გვწამლავენ. ესენი უნდა მოისპოს. რაღაც უნდა გაიარონ, ტეხაააავს!..“ – აღნიშნავს სოციალურ ქსელში დათუნა.