დათუნა მგელაძე: „შემოდგომის ფოთლები“ ჩემი რეპერტუარის გამორჩეული სიმღერაა!..“

118

დათუნა მგელაძე „ოქროს ტალღაზე“ ორი სიმღერითაა წარდგენილი – ერთი „შემოდგომის ფოთლები“ ვაჟა ტუღუშს ეკუთვნის, მეორე – „არ გიცნობდი“ თავად დაწერა.

დათუნა მგელაძე:

ძალიან მიხარია, რომ ორივე სიმღერა არის წარდგენილი „ოქროს ტალღაზე“. მოვუწოდებ ჩემს გულშემატკივრებს, მხარი დამიჭირონ. „შემოდგომის ფოთლები“ ვფიქრობ, ჩემს რეპერტუარში გამორჩეული სიმღერაა. მისი პრემიერის შემდეგ ნებისმიერ კონცერტზე, მიკროფონი ხელში რომ ამიღია და ეს სიმღერა შემისრულებია, მთელი დარბაზი მყვებოდა და სიტყვები ყველა მსმენელმა იცოდა. მიმაჩნია, რომ ეს კომპოზიცია არის ჰიტი და აქვს გამარჯვების შანსი.

ორი სიმღერის აღმოჩენა „ოქროს ტალღის“ საკონკურსო პროგრამაში ჩემთვის სიუპრიზი იყო და ძალიან გამიხარდა (იღიმის).

ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები