ნიუ-იორკის მოდის კვირეულში მონაწილეობას დაუნის სინდრომის მქონე მოდელი მიიღებს. ამის შესახებ გულშემატკივრებს თავად მადელინ სტიუარტმა აცნობა. შეგახსენებთ, რომ მადელინი 18 წლისაა და მან, სანამ სამოდელო ბიზნესში მოხვდებოდა, 20 კილოგრამი დაიკლო. გოგონამ პოპულარობა სოციალური ქსელის მეშვეობით მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ ის პირველად კომპანია Ever Maya შეამჩნია და თავისი აქსესუარების ხაზის რეკლამირება შესთავაზა.