საფრანგეთის მთავრობა ეძებს წყვილს, რომელიც მზად იქნება რომ დაუსახლებელ კუნძულზე გადაბარგდეს და იქ სრულიად მარტოდ იცხოვროს. შერჩეული კანდიდატები ბრეტანის ნახევარკუნძულზე გადასახლდებიან და იქ ფერმისა და მცირე მეურნეობისთვის ყურადღების მიქცევა მოუწევთ.
„BBC“-ის ინფორმაციით, კუნძული უკანასკნელმა მაცხოვრებლებმა 25 წლის წინ დატოვეს. დევიდ და სუზი კუშნერები თავს მარტოდ გრძნობდნენ და ამასთან ბავშვების სკოლაში მიყვანის დროც მოვიდა. მას შემდეგ კი ბრეტანი მიტოვებულია და იქ აღარავის უცხოვრია.
აღსანიშნავია, რომ წყვილს, რომელსაც მთავრობა კუნძულზე გადასასვლელად შეარჩევს, გარკვეული ხელფასი დაენიშნებათ, თუმცა საკუთარ თავზე ზრუნვა მათ მაინც საკუთარი ძალებით მოუწევთ.