დედამიწას დამატებითი მთვარე გაუჩნდა. ახალი თანამგზავრი გახდა პატარა ასტეროიდი, რომლის სიგანეც მხოლოდ 11 მეტრია (შედარებისთვის მთვარის რადიუსი 1737 კილომეტრია). ეს ასტეროიდი პირველად მადრიდელმა ასტრონომებმა აგვისტოში აღმოაჩინეს, წერს Space.com-ი.
ასტეროიდი 2024 PT5 დედამიწის ორბიტაში 8 აგვისტოს მოხვდა და ჩვენგან 570 ათასი კილომეტრის დაშორებით დარჩა (ანუ 1,5-ჯერ უფრო შორს ვიდრე მთვარე).
მთვარისგან განსხვავებით, რომელიც უკვე 4 მილიარდი წელია ჩვენს სიახლოვესაა, „მინი-მთვარე“ დედამიწასთან მხოლოდ 2 თვე დარჩება. 2024 PT5 როგორც წესი, ასტეროიდების კუდშია ხოლმე განთავსებული, თუმცა ამჯერად ჩვენი პლანეტის გრავიტაციას ვერ გადაურჩა.
ესპანელი მეცნიერების თქმით, „მინი-მთვარე“ დედამიწას 57 დღეში დაარტყამს წრეს, შემდეგ ორბიტას დატოვებს და ასტეროიდთა რიგში თავის ადგილს დაუბრუნდება. 2024 PT5 დედამიწას 2025 და 2055 წლებში კიდევ მოუახლოვდება.