LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედამიწაზე დღე-ღამის ხანგრძლივობა იცვლება

118
6546

შვეიცარიელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დღე-ღამის ხანგრძლივობა შეიძლება შეიცვალოს, რაც დედამიწის ბირთვში მიმდინარე პროცესებით იქნება გამოწვეული. ახალი კვლევა ჟურნალმა Geophysical Research Letters-მა გამოაქვეყნა.

ერთი შეხედვით, დღე-ღამის ხანგრძლივობა თითქოს სტაბილურია, თუმცა სინამდვილეში ცვლილებები ფიქსირდება.

დღის თუ ღამის ხანგრძლივობაზე ძალიან ბევრი პროცესი და ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორის დედამიწის ქერქში მიმდინარე პროცესები, მთვარის გრავიტაცია, ყინულის დნობა და სხვა.

მეცნიერებმა ამ პროცესებში უკეთ გასარკვევად გამოიყენეს ინფორმაცია რომელიც დედამიწის მაგნიტური ველის კვლევის შემდეგ იყო მიღებული. ასევე მზის დაბნელებაზე დაკვირვებაც, რა დროსაც პლანეტების გადაადგილების შესწავლა ყველაზე მოსახერხებელია.

აღსანიშნავია, რომ თუ რა პროცესებს გამოიწვევს დღე-ღამის ცვლილება და როგორ შეიცვლება ჩვენი ყოველდღიურობა, ამაზე მეცნიერები უკვე მოგვიანებით გამოაქვეყნებენ კვლევას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები