LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, ღვინის აღმართზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

102

თბილისის განვითარების ფონდის მიერ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობებს რესტავრაცია-რეაბილიტაცია უტარდება. ამასთან, კეთილმოეწყობა შიდა ეზოები და მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა – თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა უკვე დაასრულა ღვინის აღმართზე არსებული ქვაფენილის დემონტაჟი და ამჟამად ბაზალტის ახალი ქვაფენილის დაგება მიმდინარეობს. პროექტი, როგორც საავტომობილო გზის, ასევე საფეხმავლო ბილიკების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას ითვალისწინებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 200 მ2-ს მოიცავს.

„ღვინის აღმართის რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მოეწყობა როგორც გზა, ასევე რესტავრაცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობებს. ძალიან მალე ღვინის აღმართი კიდევ უფრო საინტერესო გახდება ტურისტებისთის, ადგილობრივი მოსახლეობისთვის კი საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდება“, – განაცხადა ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ.

ღვინის აღმართზე მდებარე შენობა-ნაგებობების სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი დეკემბრის ბოლოს, ნაწილი კი 2016 წლის მარტში დასრულდება. გზის სავალი ნაწილი სრულ ექსპლუატაციაში თვის ბოლოს შევა.

 

11070808_1188114317871833_3776618679260718902_o

11224340_1188113944538537_8704125083085558948_o

11234831_1188114204538511_8379184785318525097_o

12027175_1188114057871859_8106700469355325118_o

12028774_1188114114538520_6642782446329206726_o

12029702_1188114007871864_1643156767143288047_o

12029713_1188113947871870_2424494836626158051_o

12034225_1188114211205177_2858669606985708284_o

12034380_1188114034538528_4744062871583988038_o

12045273_1188114094538522_1670842887508887468_o

12095328_1188114021205196_3537008005990631590_o

12139980_1188113991205199_626267969529247111_o

12182600_1188114224538509_4819598519472476822_o

12183962_1188114097871855_2424569823993796264_o

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები