LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედოფალი ელიზაბეთ II და მშვენიერი თამაში სახელად ფეხბურთი: ვესტ ჰემი, არსენალი, ქრიუ ალექსანდრია და სამი ლომის დიდი სიყვარული

52
rue4a687b2df9
არსებობენ ადამიანები, რომელთა გარდაცვალებაც დიდ ტრაგედიასთან არის დაკავშირებული, მაგრამ რამდენი ისეთი ადამიანის გახსენება შეგიძლიათ, რომელიც 96 წლის აღესრულა და მისმა გარდაცვალებამ ცა შავად შემოსა? დიდი არჩევანი არ არის. ჩვენ, ვინძორის სასახლეში 70 წლის განმავლობაში მყოფ, ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ მონარქ, ელიზაბეთ მეორეზე ვსაუბრობთ, რომელმაც 2022 წლის 8 სექტემბერი, ბრიტანეთის სამეფოში შავ თარიღად აქცია.
  ცხადია, დითირამბებისა და ოდების შეთხზვის შნო არ გვაქვს, არც სამეფო პროტოკოლსა და მონარქების პოლიტიკურ ყოფაზე ვისაუბრებთ, არც იმაზე, რომ მონარქთა უმეტესობამ ოჯახისგან განდგომა და პრივილეგიაზე უარის თქმა ამჯობინა. არა, ჩვენ ვისაუბრებთ ელიზაბეთისა ფეხბურთის ურთიერთობაზე. 1966 წელს, ელიზაბეთის კორონაციიდან 13 წლის თავზე ინგლისი პირველად და ჯერაც უკანასკნელად, მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. სურათზე კი 40 წლის მონარქს და ინგლისის ნაკრების კაპიტანს, სერ ბობი მურს ხედავთ, რომელსაც ელიზაბეთი ჯულ რიმეს თასს გადასცემს. ისე, ელიზაბეთის რჩეული გუნდი “ვესტ ჰემი” იყოო ამას ხშირად გაიგონებთ და 1966 წლის ფინალში 4-ვე გოლი, სწორედ ჩაქუჩებმა გაიტანეს- სამი სერ ჯოფრი ჰარსტმა და ერთიც მარტინ პიტერსმა.
  ისე “ვესტ ჰემმა” გუშინ კონფერენს ლიგაზე ითამაშა და “სტიაუა” 3:1 დაამარცხა. წუთიერი დუმილი და ელიზაბეთის გამოსახულებიდან სერ ბობი მურის სტენდზე გადასვლა თვალსასეირო რამ იყო. 2020 წელს, როდესაც ინგლისმა ევროპის ჩემპიონატის ფინალი წააგო ელიზაბეთმა ასეთი რამ დაწერა: “1966 წელს, გადედოფლებიდან 13 წლის თავზე უდიდესი სიხარული მივიღეთ. მახსოვს, რას ნიშნავდა ეს რეგალია თითოეული მოთამაშისა და სტაფის წევრებისთვის. იმედია, ეს მარცხი მომავალი გამარჯვების წინაპირობა იქნება!” – ეს არ ვიცით, მაგრამ ყატარში გასამართი მუნდიალი იქნება პირველი, რომელიც ელიზაბეთ მეორეს გარეშე ჩაივლის, ის 1926 წელს დაიბადა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მოთამაშეთა რაინდად კურთხევაა. ახალწელს ვინძორში წვეულება იმართება და დედოფალიც სხვადასხვა ჯილდოს გასცემს. ფეხბურთელები იღებენ რაინდის წოდებას, ნუ ნუსხა ასეთია: OBE, MBE და CBE – როი ჰოჯსონი, დევიდ ბექჰემი და სულ ბოლოს გარეთ ბეილიც. აი სხვაა ამბავია რაინდად კურთხევა, პირველი ასეთ ფეხბურთელი კი ლეგენდარული, სერ სტენლი მეთიუზი გახდა. ძალიან ბევრი მოთამაშე ამბობს, რომ მათი კარიერის უმნიშვნელოვანესი მოვლენა დედოფალთან შეხვედრაა.
კორონაციიდან მალევე ელიზაბეთი აქტიურად ესწრებოდა FA CUP-ის ფინალებს და ეს მატჩები სულ სხავ ხიბლს იძენდა. დედოფლის მიერ თასგადაცემული გუნდები და დიდი ზეიმი… ბოლო წლებში მან უემბლიზე სტუმრობას გასაგები მიზეზების გამო უკლო.
ახლა ბრიტანეთში 10-დღიანი გლოვა გამოცხადდა. ერთი რამ, რაც უკვე ვიცით არის ის, რომ დღეს ჩემპიონშიფის მატჩი: “ბარნლისა” და “ნორვიჩს” შორის გადაიდო. სულ მალე კი ოფიციალური განცხადება გაკეთდება პრემიერ ლიგის ტურთან დაკავშირებით, რომელიც ასევე, დიდი ალბათობით, გადაიდება. დღეს ბრიტანეთში გლოვაა.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები