LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დეკარის“ პორშე აუქციონზე გაიყიდება

90

„დეკარის“ პორშე აუქციონზე გაიყიდება. გერმანულ ბრენდს წელს 70 წლის იუბილე აქვს და აუქციონიც სწორედ მის აღსანიშნავად დაიგეგმა.

საზოგადოებას მიეცემა შანსი, რომ სარბოლო Porsche 959, რომელიც სპეციალურად „პარიზი-დეკარის“ რბოლისთვის აიგო – პირველად იხილოს. ავტომწარმოებელი მზადაა ასევე, რომ 959-ის პროტოტიპიც გაყიდოს და ეს არის ერთადერთი მოდელი, რომელიც დღემდე მუშა მდგომარეობაშია შენარჩუნებული.

რაც შეეხება Porsche 959 Paris-Dakar-ს, ის ერთადერთია 3 ავტომობილს შორის, რომელიც რბოლაში მონაწილეობდა და „დეკარი“ ტექნიკური პრობლემის გამო დატოვა. დანარჩენი ავტომობილები შეჯიბრს ავარიების გამო გამოეთიშნენ. მიუხედავად უიღბლო სტარტისა, სპორტქარი 1986 წლის რალისთვისაც მოამზადეს და მომავალ წლებში მან პირველი, მეორე და მე-6 ადგილების დაკავება შეძლო. აუქციონის სახლის ინფორმაციით, „დეკარის“ 6 პორშედან ამჟამად 5-ია შემორჩენილი. მათგან 3 პირად კოლექციებში ინახება, ერთსაც კომპანია ტესტირებებისთვის იყენებს. დარჩენილი უნიკალური მოდელი კი ახალ მფლობელს ეძებს და მისი გაყიდვა 3,4 მილიონ დოლარად იგეგმება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები