LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დელაჟის მივიწყებული მელოდია

51
delage-d6-70-dhc-1931-1945

ლუი დელაჟი არ ყოფილა ისეთი გამოჩენილი კონსტრუქტორი, როგორც მისი თანამედროვე მარკ ბირკიგტი ან ვილჰელმ მაიბახი. სამაგიეროდ იყო კარგი ორგანიზატორი. სამი ათეული წლის განმავლობაში იგი თავის საწარმოს ნამდვილი დიქტატორივით მართავდა.

ლუი დელაჟის მთავარი ცხოვრებისეული პრინციპი იყო სრულყოფილება ყველაფერში. მაღალი გემოვნების მქონე დელაჟი ცდილობდა საკუთარი პროდუქცია ხელოვნების ქმნილებამდე აეყვანა. ამასთან, ჰქონდა საშინელი ხასიათი, ხშირად გაუმართლებლად სიბრაზე მოეძალებოდა. ერთ-ერთი ასეთი წამოვარდნის დროს მან კომპანიიდან საკუთარი ვაჟი გააგდო, რომელიც მამის ფირმაში მხოლოდ ექვსი წლის შემდეგ დაბრუნდა. ერთხელ დელაჟმა საკუთარ ბიძაშვილს, წამყვან ინჟინერს ესროლა.

მიუხედავად ამისა, ნიჭიერი ინჟინრებისგან შემდგარმა გუნდმა მთელი რიგი წარმატებული ავტომობილები ააგო. ისეთები, რომლებიც “ბუგატისა” და “ისპანო-სუიზასთან” ერთად ოდესღაც საფრანგეთში ერთ-ერთი მთავარი საავტომობილო სახელმწიფოს რეპუტაციას ქმნიდნენ. სამწუხაროდ, მათი სახელები ფართო აუდიტორიას არაფერს ეუბნება. არადა, იმავე კომპანია “დელაჟის” დაარსებიდან ხომ არცთუ დიდი დროა გასული. 2005 წელს კომპანიას ასი წლის იუბილე შეუსრულდებოდა.

ლუი დელაჟი დაიბადა ფრანგულ პროვინცია კონიაკში 1874 წელს. კომპანია მან 1905 წელს დააფუძნა. მას ნახევრადკუსტარული სახელოსნო ჰქონდა პარიზის გარეუბან ლევალუეში. იმ დროისათვის მას მოესწრო ინჟინრის დიპლომის აღება და რამდენიმე სამუშაო ადგილის გამოცვლა. ერთ-ერთი იყო სარკინიგზო სადგური ბორდოში. მალე დელაჟი უნუგეშო დასკვნამდე მივიდა: სარკინიგზო ტრანსპორტის პრიმიტიული ტექნიკური დონე მას არ მისცემდა საშუალებას საკუთარი შესაძლებლობები სრულად წარმოეჩინა. ამბიციურმა ახალგაზრდა ინჟინერმა გადაწყვიტა თავი გამოეცადა უფრო პერსპექტიულ საქმეში – მანქანათმშენებლობაში. 1903 წელს სოლიდური რეპუტაციის მქონემ პატარა, მაგრამ წარმატებულ საწარმო “პეჟოში” უფროსი მხაზველის თანამდებობა მიიღო. ორი წელი საკმარისი აღმოჩნდა გამოცდილების და რაც მთავარია, თავდაჯერებულობის მისაღებად, რაც ასე აუცილებელი იყო ფინანსური მხარდაჭერის მისაღებად და საკუთარი კომპანიის გასახსნელად.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები