LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დემნა გვასალიას „მოდის ოსკარი“ გადაეცა

42

5 ივნისს, ნიუ-იორკში CFDA-ს დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელიც მეორენაირად „მოდის ოსკარის“ სახელით არის ცნობილი და ის საკმაოდ პრესტიჟლი ჯილდოა. წითელ ხალიჩაზე ცნობილი ლამაზმანები გარშემომყოფებისთვის თავის მოწონებას მთელი მონდომებით ცდილობენ.

ცერემონიის ვარსკვლავი რაფ სიმონსი გახდა, რომელმაც ერთდროულად ორი მთავარი ჯილდო ქალისა და მამაკაცის საუკეთესო ტანსაცმლის შექმნისთვის მიიღო. ჟიურიმ გამოყო ქართველი დემნა გვასალიას ნამუშევრებიც, რომელიც პროვოკაციული დიზაინერული ქმნილებებით გამოირჩევა. მან ნომინაციაში „საუკეთესო უცხოელი დიზაინერი“ გაიმარჯვა.

იტალიური Vogue-ის მთავარი რედაქტორი ფრანკ სოცანი საუკეთესო სტილის მქონე ადამიანად დასახელდა. აღსანიშნავია, რომ ის გასულ წელს გარდაიცვალა, ამიტომ მისთვის განკუთვნილი ჯილდო მისმა ვაჟშვილმა მიიღო. (ფოტო)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები