სეზონის ცვლილებებთან ერთად, ადამიანის ორგანიზმშიც გარკვეული ცვლილებები ხდება. გარდამავალ პერიოდში თქვენ აუცილებლად იგრძნობთ დაღლილობას, ძილიანობას და შეიძლება მარტოსულადაც კი იგრძნოთ თავი. გამოკვლევების შედეგად მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ დეპრესია თანამედროვეობის ყველაზე დიდი პრობლემაა, რომელიც გარდამავალ პერიოდებში იჩენს თავს.
თუ მეცნიერებს და ნუტრიციოლოგებს დავუჯერებთ, ყველაზე მეტად დეპრესიიდან გამოსვლაში სწორად შერჩეული რაციონი გვეხმარება. როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს?
უარი თქვით უბრალო ნახშირწყლებზე
ასეთ პერიოდში აუცილებელია ორგანიზმში შაქრის რაოდენობის რეგულირება. სწორედ მომატებული შაქრის რაოდენობა განაპირობებს ჩვენს უხასიათობას. ამიტომ, გარდამავალ პერიოდებში ეცადეთ შეამციროთ ისეთი საკვების მოხმარება, რომლებიც ნახშირწყლებს შეიცავს.
მიირთვით რაც შეიძლება მეტი ცილები
აპათიის შესაჩერებლად და ენერგიებით დამუხტვისთვის აუცილებლად მიიღეთ რაც შეიძლება მეტი ცილოვანი საკვები. მაგალითად: შემწვარი ქათმის ფილე, კვერცხი, თევზი და ა.შ.
არ დაგავიწყდეთ ვიტამინი D
თევზი, ბატის ხორცი, კვერცხი და ხამანწკები – D ვიტამინის საუკეთესო წყაროა. აგრეთვე შეგიძლიათ მიირთვათ ყველი ან რძე. ეს ვიტამინი თქვენს ორგანიზმს მზის ენერგიით მუხტავს, ზამთარში კი ორგანიზმს ყველაზე მეტად სწორედ რომ მზის სხივები აკლია.
მიირთვით ცხიმიანი თევზი
ასეთი ტიპის საკვები ერთიორად ამაღლებს თქვენს განწყობას. მასში შემავალი ვიტამინები, დადებითად მოქმედებს როგორც ორგანიზმზე, აგრეთვე თქვენს ტონუსზეც. გარდა ამისა, ცხიმი თქვენს სხეულს ცივი დღეების გადატანაში დაეხმარება.
ნატურალური იოგურტი
ნუტრიციოლოგები ამბობენ, რომ დეპრესიის განვითარებას ყველაზე მეტად ხელს კალციუმის ნაკლებობა უწყობს. შესაბამისად, გარდამავალი პერიოდის უდეპრესიოდ გადატანისთვის სხეულს მიახმარეთ ნატურალური იოგურტი, რომელიც მოგეხსენებათ დიდი რაოდენობით შეიცავს კალციუმს.
მწვანე ხილი და ბოსტნეული
ასეთ საკვებში შემავალი B ვიტამინი ხელს უწყობს ორგანიზმში კალციუმის მომატებას. შესაბამისად დიეტოლოგები გვირჩევენ მაქსიმალურად დიდი დოზით მოვიხმაროთ მწვანე ბოსტნეული და ხილი.
აუცილებლად გაითვალისწინეთ ის, რომ გადამეტებული არაფერი არ ვარგა. შესაბამისად დღიური კვების რაციონი აუცილებლად დაბალანსებული უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში, ნებისმიერი ტიპის საკვებს მხოლოდ და მხოლოდ ურაყოფითი შედეგის მოტანა შეუძლია.