უკვე დიდი ხანია, რაც დევიდ ბექჰემმა სპორტული კარიერა მიატოვა და აქტიურად მონაწილეობს ამა თუ იმ ცნობილი ბრენდების კამპანიებში.
Calvin Klein-ისა და H&M-ის შემდეგ, ყოფილი სპორტსმენი გერმანული საათების ბრენდ Tudor-ის რეკლამაში გადაიღეს.
ქსელში პირველი კადრები რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა. ელეგანტურ პიჯაკში გამოწყობილი დევიდ ბექჰემს მაჯაზე ელიტური საათი უკეთია.
ფოტოს არაერთგვაროვანი კომენტარები მოჰყვა – ბევრი თვლის, რომ დევიდმა წონაში მკვეთრად დაიკლო და დაბერდა, თავის ასაკთან შედარებით უფროსად გამოიყურება და სექსუალობაც დაკარგა.
თქვენ როგორ გგონიათ? გაგვიზიარეთ აზრი კომენტარებში. (ფოტო)