2002 წელს გამოშვებული Ford F-150, რომელიც Harley Devidson-ის დიზაინით არის დამზადებული და ინგლისის ყოფილი ნახევარმცველის დევიდ ბექჰემის მფლობელობაში იმყოფება, Barons-ის აუქციონზე გაიყიდება.
უცხოურ პრესაში უკვე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უნიკალური მოდელი ნამდვილად იმყოფებოდა ფეხბურთელის მფლობელობაში, თუმცა რამდენი ხნის განმავლობაში იყო F-150-ის მფლობელი ბექჰემი უცნობია, ცნობილია მხოლოდ ის, რომ დევიდის შემდეგ ავტომობილს 3 მფლობელი ჰყავდა.
უკანაწამყვანთვლიანი F-150 აღჭურვილია 5,4 ლიტრიანი დეფორსირებული SVT Lighting ვერსიის ძრავით, რომლის სიმძლავრეც 380 ცხენის ძალაა. ავტომატური გადაცემათა კოლოფის წყალობით კი 0-დან 100კმ/სთ-მდე აჩქარებას პიკაპი 6,2 წამს ანდომებს.
Ford F-150 Harley Davidson Version 1999 წლიდან 2013 წლამდე იწყობოდა. სტანდარტულისგან განსხვავებით ”ჰარლის” ვერსიებს უფრო მძლავრი ძრავი, გადიდებული ექსტერიერი და ინტერიერი აქვთ, რომელიც კომპანია Harley Davidson-ის სტილშია გადაწყვეტილი. ბოლო წლებში კი ზემოთხსენებული კომპლექტაცია შეიცვალა და ამჟამად F-150 Limited ვერსიებით იწარმოება.
ამერიკაში Ford F-150 ფასი 26 ათასიდან 430 ათას დოლარამდე მერყეობს. Limited ვერსიის კაპოტქვეშ მოთავსებულია 3,5 ლიტრიანი V6 ტიპის ძრავი, რომელსაც 365 ცხენის ძალა აქვს, რომელიც ავტომატურ გადაცემათა კოლოფზე მუშაობს.
აუქციონზე Ford F-150-ის საწყისი ღირებულება 17 ათასი დოლარი იქნება.