ჰოლივუდის ბორცვებზე მდებარე შთამბეჭდავი არქიტექტურული კომპლექსი ამჟამად 15 მილიონ დოლარად იყიდება.
ცნობილი რეჟისორი დევიდ ლინჩი აქ 1987 წელს გადავიდა საცხოვრებლად.
სახლი, რომელიც აღიარებულია, როგორც „საუკუნის შუა პერიოდის თანამედროვე/ორგანული საცხოვრებელი არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუში“, განასახიერებს „მოდერნიზმის დრამას გორაკზე თამამი გეომეტრიით“.
დროთა განმავლობაში ლინჩმა გააფართოვა საცხოვრებელი კომპლექსი და კიდევ ორი სახლი შეიძინა, რომელთაგან ერთი მისი საპროდიუსერო კომპანიის ცენტრი გახდა, ხოლო მეორე კინემატოგრაფიულ ისტორიაში შევიდა, როგორც 1997 წლის ფილმის „დაკარგული გზატკეცილი“ გადაღების ადგილი.
მან დაამატა ორსართულიანი სასტუმრო სახლი და ერთსაძინებლიანი საცხოვრებელი ფართი, ხოლო 1991 წელს მიამატა საცურაო აუზი და მიმდებარედ პატარა სახლი.
ერთად ისინი ქმნიან უნიკალურ ანსამბლს 2.3 ჰექტარზე, სადაც ლინჩი ოდესღაც ცხოვრობდა და მუშაობდა.
რეჟისორი იძულებული გახდა სახლი დაეტოვებინა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ლოს-ანჯელესის ხანძრების გამო. შენობები არ დაზიანებულა.


