LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღე რომელსაც 3 წელია ველოდით: ბენ აფლეკს ჯენიფერ გარნერთან დაბრუნება სურს

27

ბენ აფლეკისა და ჯენიფერ გარნერის განქორწინებიდან 3 წელი გავიდა. ამ დროის მანძილზე პოპულარული მსახიობები არაერთხელ ვიხილიეთ ერთად შვილების გარემოცვაში, ამან გაამყარა ჭორები წყვილის შესაძლო შერიგებაზე. ცნობილია ისიც, რომ განქორწინებიდან ორი წლის მანძილზე გარნერი აფლეკს ალკოჰოლზე დამოკიდებულების დაძლევაშიც დაეხმარა, მოგვიანებით კი აფლეკმა პროდიუსერ ლინსდი შუკუსთან რომანი დაიწყო.

ამჯერად კი მედიაში ახალი ინფორმაცია გაჩნდა, რომელსაც გამოცემა US Weekly ავრცელებს. გამოცემა ინსაიდერების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ აფლეკს გარნერთან შერიგება უნდა და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. აფლეკის უახლოესმა გარემოცვამ ჟურნალისტს ისიც უთხრა, რომ მსახიობს ამის არაერთი მცდელობა ჰქოდნა, თუმცა გარნემა ის არ მიიღო. გარნერი და აფლეკი 2005 წლის 29 ივნისს დაქორწინდნენ, 10 წლიანი თანაცხოვრებიდან წყვილს სამი შვილი ჰყავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები