LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან 25 დეკემბრის ჩათვლით სარაჯიშვილიდან გურამიშვილის გამზირის მიმართულებით არსებულ ხიდზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

56

სარაჯიშვილიდან გურამიშვილის გამზირის მიმართულებით არსებულ ხიდზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

როგორც თბილისის მერია აცხადებს, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური დავით სარაჯიშვილის გამზირიდან დავით გურამიშვილის გამზირის მიმართულებით არსებულ ხიდზე (გზაგამტარი #1) დაზიანებული სადეფორმაციო ნაკერების შეცვლას იწყებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, 8 დეკემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.