LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს ესპანეთის მუზეუმების მონახულებას უფასოთ შეძლებთ

35

ესპანეთის მუზეუმები უფასო გახდება. პრადოს, ტისენისა და სხვა ცნობილი მუზეუმების დათვალიერებას ვიზიტორები სრულიად უფასოდ შეძლებენ. აქცია მხოლოდ ერთი დღე – 12 ოქტომბერს გაგრძელდება. მიზეზი კი ნაციონალური დღესასწაულის, ესპანეთის დღის – dia de la hispanidad აღნიშვნაა. მუზეუმების ნაწილი დღესასწაულს გრანდიოზულად აღნიშნავს და მუშაობის საათებს კიდევ უფრო გაახანგრძლივებს. აქციას შეუერთდებიან კულტურული ცენტრებიც და ყველა ექსპოზიციის მონახულება უფასო იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები