LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს იქნება, ხვალ იქნება, თუ როცა არ უნდა იყოს, ჩვენ იქ ყველა უნდა დავბრუნდეთ, ჩახუტებულები, ერთმანეთზე შეყვარებულები“ – „რეზო და ბავშვები“ ახალი სიმღერით „სოხუმი“„არ დაიდარდოში“

122
რადიო

რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერში ჯგუფ „რეზო და ბავშვების“ სიმღერის „სოხუმი“ პრემიერა შედგა.

რეზო, მოგვიყევი სიმღერაზე „სოხუმი“.

ეს როგორც ყველასთვის, ჩვენთვისაც, რა თქმა უნდა, მტკივნეული და მნიშვნელოვანი თემაა, მაგრამ ბოლო წლების საქართველოს თუ გადავხედავთ და ყურადღებას თუ მივაქცევთ, თვალნათლივ დავინახავთ, რომ ამ თემამ რაღაცნაირად აქტუალობა დაკარგა. ჩვენ გვინდოდა, რომ ამ სიმღერით კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა ეს თემა. ყველაზე მნივნელოვანი ის არის, რომ ბავშვებში ვეღარ ვხედავთ ინიციატივას და სურვილს, რომ დავბრუნდეთ, ამიტომ ჩვენ, როგორც ბავშვებში ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ჯგუფმა, გადავწყვიტეთ, რომ მომავალ თაობებს, ახალგაზრდებს შევახსენოთ, რომ ეს ჩვენია და დღეს იქნება, ხვალ იქნება თუ როცა არ უნდა იყოს, ჩვენ იქ ყველა უნდა დავბრუნდეთ, ერთად, ჩახუტებულები, ერთმანეთზე შეყვარბეულები. სასურველია, რომ ეს ყველაფერი ჯერ აქ მოვახერხოთ, იმ ტერიტორიაზე, სადაც ვცხოვრობთ და მერე, გაერთიანებულები, გაძლიერებულები დავბრუნდეთ სოხუმში. დარწმუნებული ვარ, მეორე მხრიდანაც იქნება ამის მზაობა.

რეზო და ბავშვები – სოხუმი

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები