LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს მსოფლიო ჩემპიონატი და ახალ ზელანდია გველოდება

27

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები მსოფლიო ჩემპიონატს დღეს ახალ ზელანდიასთან მატჩით გახსნიან.

თბილისის დროით 22:45 საათზე, ქართული რაგბის ისტორიაში პირველად უმცროსი ბორჯღალოსნები მსოფლიო ახალგაზრდულ ელიტაში იბურთავებენ. პირველივე მატჩში ვერკინებით მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებს, ახალ ზელანდიელ 20-წლამდელებს.

„საქართველოს პირველად ვეთამაშებით და ვიცით, რომ არ მოერიდებიან ფიზიკურ კონტაქტს, ძლიერად ითამაშებენ, შერკინებაში მაგრად მოგავწვებიან და ალბათ ისეთი თამაში მოგვიწევს, როგორც არგენტინის, ან საფრანგეთის წინააღმდეგ. ქართველები დიდები და ღონიერები არიან. შერკინებაში ბერძნულ-რომაული ჭიდაობის მსგავსი თამაში გვექნება” – განაცხადა ყოფილმა ოლ ბლექმა, ახალი ზელანდიის 20-წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა სქოთ რობერთსონმა, რომელმაც სამატჩო რაზმში ხუთი სუპერ რაგბის მოთამაშე დაასახელა.

უკვე ერთი კვირაა რაც უმცროსი ბორჯღალოსნები ინგლისში იმყოფებიან. გუნდი მანჩესტერთან ახლოს, ქალაქ ვორინგთონში დასახლდა და იქვე რაგბის კლუბ ვიდნესის ბაზაზე ვარჯიშობს. პირველ ორ დღეს სამწვრთნელო შტაბმა გუნდი შედარებით დაასვენა. მგზავრობის შემდეგ დრო აღდგენას დაეთმო, ხოლო მეორე დღეს მხოლოდ ერთი ვარჯიში ჩატარდა. მას შემდეგ 20-წლამდელები დღეში ორჯერ ვარჯიშობენ. ამ პერიოდში სამწვრთნელო შტაბი დიდ დროს უთმობს დაგეგმარებას. ვარჯიშებიც მაქსიმალურად თამაშთან მიახლოვებულ პირობებსა და დროში მიმდინარეობს.

საქართველო – ახალი ზელანდია | ეი ჯეი ბელ სთედიუმი, მანჩესტერი
07 ივნისი, 22:45 სთ – პირდაპირი რეპორტაჟი: საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხი

უკანა ხაზი, ბექები
15. ირაკლი სვანიძე (ჯიქი), 14. დავით მესხი (არმია), 13. გიორგი კოშაძე (ხარები), 12. სანდრო ილურიძე (აკადემია), 11. სანდრო მერკვილიშვილი (არმია), 10. დავით მოძღვრიშვილი (აკადემია), 9. ვასილ ლობჟანიძე – კაპ (არმაზი)

შერკინება, ფორვარდები
1. ნიკა ნეფარიძე (კლერმონ, საფ), 2. ლაშა საჯაია (ჯიქი), 3. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე, საფ), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (აია), 5. დემურ ეფრემიძე (ყოჩები), 6. ირაკლი ცხადაძე (არმაზი), 7. გიორგი ცუცქირიძე (ბრივ, საფ), 8. ოთარ გიორგაძე (კლერმონ, საფ)

მარქაფა
16. თორნიკე მატარაძე (აია), 17. გიორგი ხუროშვილი (არმაზი), 18. ლაშა ტაბიძე (ბორდო, საფ), 19. გიორგი ჯავახია (ლიონ, საფ), 20. ბექა გორგაძე (მონ დე მარსან, საფ), 21. გელა აფრასიძე (ლელო სარასენს), 22. რატი შანიძე (ლელო სარასენს), 23. გურამ ქანდაურაშვილი (ხარები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები