ჩინეთში ახალი ავტომობილების გაყიდვები ზედიზედ მესამე თვეა იზრდება. იანვრიდან აპრილის თვემდე ჩინელებმა 6,97 მილიონი ახალი მანქანა იყიდეს, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,2 პროცენტით მეტია. აპრილის თვეში დილერებმა 1,78 მილიონი მსუბუქი ავტომობილის რეალიზება შეძლეს, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 14,8%-ით მეტია. ზრდა ფიქსირდება თებერვლის თვიდან, ანუ ზედიზედ მესამე თვეა.
სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ჩინეთში გაყიდული ყოველი მეორე ავტომობილი ელექტროქარი ან ჰიბრიდია. მთლიანობაში „მწვანე“ ხაზი 905 ათასი ერთეული გაიყიდა, რაც 33,9%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის იმავე თვის მაჩვენებელი. „მწვანე“ ხაზის წილი ჩინეთში 51,5%-ს შეადგენს.
905 ათასი მანქანის 60% ანუ ზუსტად 559 ათასი ეგზემპლარი სრულყოფილი ელექტროქარია და მათზე მოთხოვნაც ერთი წლის ჯამში 38%-ით გაიზარდა. დარჩენილი 346 ათასი – ჰიბრიდია და მათ შემთხვევაში ინტერესის ზრდა 27,3%-ია.