LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ციფრი: რამდენ ახალ ავტომობილს ყიდიან მსოფლიოში ყოველ თვე

109
დღის ციფრი რამდენ ახალ ავტომობილს ყიდიან მსოფლიოში ყოველ თვე

რამდენი ახალი ავტომობილი გაიყიდა მთელ მსოფლიოში 30 დღის განმავლობაში. საკონსულტაციო სააგენტოს GlobalData-ს ინფორმაციით, 2025 წლის აპრილში მსოფლიო ავტო ბაზრის მოცულობა 7,3 მილიონ მანქანამდე გაიზარდა. შედარებისთვის გასული წლის იმავე პერიოდში 6%-ით ნაკლები ავტომობილის რეალიზება მოასწრეს. 2025 წლის 4 თვის ჯამში მთელი მსოფლიოს მასშტაბით 29,4 მილიონზე მეტი მანქანა იყიდეს, რაც წლიური შედარებით 5,9%-ით უფრო მეტია.

აპრილის 30 დღის ჯამში ავტომობილების გლობალური გაყიდვის მაჩვენებელმა 7 324 712 ერთეული შეადგინა, იანვრიდან აპრილამდე პერიოდში – 29 243 912 ერთეული. გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა რომ, აპრილის თვეში გაყიდვების მაჩვენებლით პირველ ადგილს ჩინეთი არ თმობს – 2 055 153 ერთეულით, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 12%-ით უფრო მეტია. იმავე თვეში აშშ-ში 1 473 995 ავტომობილი გაყიდეს, რაც 11,3%-ით მეტია, ვიდრე 2024 წლის აპრილის მაჩვენებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები