გეომაგნიტური დღეა, რაც განსაკუთრებით მოქმედებს ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე. განსაკუთრებული ყურადღება მართებთ გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის დაავადებების მქონე პირებს. შესაძლებელია თავის ტკივილი, უგუნებობა და სხვადასხვა სახის დისკომფორტი. სასურველია არტერიული წნევის კონტროლი და ემოციური ფონების დაბალანსება.
დღის რეკომენდაციები – დღეს საჭირო ხდება მაქსიმალური თავშეკავება ნებისმიერ საკითხში. არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღებისას და ნუ გასცემთ დაუფიქრებელ დაპირებებს. დროის უაზროდ ფლანგვა მნიშვნელოვნად შეაფერხებს პირად და პროფესიულ საქმეებს. დღის მეორე ნახევრიდან გამძაფრდება პასუხისმგებლობის თავიდან არიდების სურვილი, რაც შეიძლება გამოიწვიოს უთანხმოებები.
პარტნიორული ურთიერთობები – დღეს და ხვალ სასიკეთოა პარტნიორულ ურთიერთობებში დაძაბულობის მოხსნა და შეწყვეტილი კონტაქტების აღდგენა. განსაკუთრებით გააძლიერეთ საოჯახო ურთიერთობები
ჯანმრთელობა – დღე ხელს უწყობს ყელისა და ენდოკრინული სისტემის მკურნალობას. რეკომენდებულია მეტი ფიზიკური აქტივობა. მიზანშეწონილია მოერიდოთ რენტგენოლოგიურ გამოკვლევებს, სხივურ თერაპიას, გინეკოლოგთან ვიზიტს და სიფრთხილე გამოიჩინოთ ვენერიული დაავადებების პრევენციის კუთხით. შარდსასქესო და რეპროდუქტიული სისტემები დღეის განმავლობაში სუსტია და საჭიროებს განსაკუთრებულ ზრუნვას.
პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება, საქმიან პარტნიორულ ურთიერთობებზე შეთანხმება, ახალი თანამშრომლების მიღება ან სამუშაო ადგილისა და საცხოვრებელი სივრცის შეცვლა.
დღე ხელს უწყობს საკუთარი კომპეტენტურობის წარმოჩენას და თვითშემეცნების პროცესს. ასევე რეკომენდებულია ნადირობა, თევზაობა და შინაური ცხოველების შეძენა.
დღის ფერები და მინერალები – დასაშვებია ოპალის, ტოპაზის, იასპისა და ონიქსის გამოყენება – ეს მინერალები დაგეხმარებათ დადებითი ენერგიების მოზიდვაში. სასიკეთოა წითელი, შავი, ლურჯი, ცისფერი და მწვანე ფერის ტონები – ისინი გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობასა და შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე განსაკუთრებით პოზიტიურია ქალწულებისთვის, მორიელებისთვის და თევზებისთვის. შედარებით უფრო დაძაბული დღეა ვერძებისა და ტყუპებისთვის.