LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 1 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

4557
მიხეილ ცაგარელი

დღის რეკომენდაცია – დღეს და ხვალ ხელსაყრელი პერიოდია კონტაქტების, შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის. კარგი დროა მხიარულების, იუმორისა და გონებამახვილობის გამოსავლენად. ნუ ენდობით დაპირებებს ადვილად და აუცილებლად გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია. გაითვალისწინეთ, რომ კვლავ არსებობს გარკვეული ჭორებისა და ინტრიგების ალბათობა, ამიტომ ამ კუთხითაც ყურადღება გმართებთ.

პარტნიორული ურთიერთობები – გრძნობები ამ პერიოდში შედარებით ზედაპირულ ელფერს იძენს. ამასთანავე, მოიმატებს ფლირტისადმი მიდრეკილება.

ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები და მხრები. აღნიშნულ ორგანოებზე ნებისმიერი ოპერაცია ან სამედიცინო ჩარევა მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.

დღის პოზიტიური ტენდენციები – დღე სასიკეთოა კულტურულ-გასართობი ღონისძიებებისთვის, იუმორის გამოვლენისა და მეგობრული კონტაქტებისთვის. პერიოდი ხელს უწყობს აუქციონებს, რეკლამირებას, მოლაპარაკებებსა და მგზავრობას. აკონტროლეთ სიტყვები და მოერიდეთ საიდუმლოს გათქმას.

დღის მინერალები და ფერები – თოფაზი, აქვამარინი, ნეფრიტი, ბრილიანტი და ლალი მოიზიდავს დადებით ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს. სასურველი ფერებია ოქროსფერი, ვერცხლისფერი, ბეჟი, წითელი, ვარდისფერი და ნარინჯისფერი. ისინი გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება ტყუპების წარმომადგენლებზე. შედარებით დაძაბულია ეს დღე ქალწულის, მორიელის, თხის რქისა და თევზების ნიშნებისთვის, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ სიფრთხილეს როგორც ჯანმრთელობის, ისე სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატებით წარიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები