მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდი – 23:48-დან 01:00 საათამდე მთვარის ნეგატიური ენერგია განსაკუთრებით ძლიერდება. ამ პერიოდში გმართებთ მაქსიმალური სიფრთხილე, განსაკუთრებით სატრანსპორტო მოძრაობაში. ყურადღების გაფანტვამ და კონცენტრაციის დაკარგვამ შეიძლება გამოიწვიოს საგანგებო სიტუაციები და ავარიები, ამიტომ მძღოლებმა თავი უნდა შეიკავონ სარისკო ქმედებებისგან.
დღეს ადამიანთა ხასიათში გაძლიერდება პრაგმატულობა, რაც მოითხოვს გადამოწმებული და სანდო ინფორმაციის საფუძველზე მოქმედებას.
პარტნიორული ურთიერთობები – გირჩევთ მოერიდოთ წუწუნს, საყვედურებსა და პრეტენზიებს, ურთიერთობაში ზედმეტ კრიტიკულობას, მოტყუებასა და წვრილმანი დეტალებისადმი ჩაძიებას. ემოციური დაძაბულობა შესაძლოა გახდეს კონფლიქტების მიზეზი.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასურველია თავი შეიკავოთ სასიყვარულო კონტაქტებისგან, ნიშნობისა და ქორწინების დაგეგმვისგან, აგრეთვე ახალი ნაცნობობის დაწყებისგან. არ არის რეკომენდებული უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა ან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.
დღე დადებითად აისახება დალაგებასა და დასუფთავებაზე, ქიმწმენდაზე, საბანკო და საფინანსო ოპერაციების ჩატარებაზე. ასევე, ხელსაყრელია დღიური საქმეების მოწესრიგება და საქმიანი მიმოწერა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა და საბუთების გაფორმება.
ჯანმრთელობა – ყურადღება უნდა მიაქციოთ ნაწლავთა სისტემას, ელენთასა და კუჭქვეშა ჯირკვალს – ეს ორგანოები ამ პერიოდში შედარებით დაუცველია. სასურველია კვების რაციონში შეიტანოთ მეტი ხილი, ბოსტნეული და თევზეული. ეს პროდუქტი გააძლიერებს იმუნიტეტს და ხელს შეუწყობს ჯანმრთელობის სტაბილურობას.
დღის ფერები და მინერალები – დღეს დადებით ზეგავლენას იქონიებს ყვითელი და მწვანე იასპი, მალაქიტი, ონიქსი და აქატი – ისინი გააძლიერებენ თქვენს შინაგან შარმს და თავდაჯერებას. სასურველია ტანსაცმელსა და გარემოში გამოიყენოთ მწვანე, ყვითელი, ნარინჯისფერი, ბეჟი და ვერცხლისფერი ტონები.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურია ქალწულის, მორიელისა და თევზების ზოდიაქოს ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბულია ტყუპებისა და ლომებისთვის.