LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 1–ლი იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

2350
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 10:00-დან 14:52 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

გამოიჩინეთ მეტი პრაგმატულობა, იმოქმედეთ მიზანმიმართულად წვრილმანებზე დროის დაკარგვის გარეშე. აკონტროლეთ ემოციები, შეინარჩუნეთ სულიერი სიმშვიდე და ჰარმონია. დაგეგმეთ მომავალი წელი, განსაზღვრეთ პრიორიტეტები და მოიფიქრეთ რას შეცვლით პირველ რიგში.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სულიერი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობისთვის, ბინის შეცვლისა და სესხის აღებისთვის.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა მავნე ჩვევების დაძლევისთვის.  გაუფრთხილდით დასუსტებულ ძვლოვან სისტემას, ხერხემალს და თვალებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი, კრემისფერი და ყავისფერი, ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი, აკვამარინი, საფირონი, ცირკონი და ძოწი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები