აკონტროლეთ ემოციები, მოერიდეთ ეგოიზმის გამოვლენას და პრეტენზიების გამოთქმას, არ ღირს აზარტული თამაშებით ზედმეტად გატაცება.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, ლაშქრობისა და ექსკურსიების, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობისთვის, ახალი კონტაქტების გაბმისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის შეძენისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ბინის შეცვლა და სესხის აღება, ნიშნობა და ქორწინება.
ჯანმრთელობა – კარგი დღეა თვალების და ნერვული სისტემის სამკურნალოდ. მოერიდეთ სიმძიმის აწევას და ფიზიკურ დატვირთვას. გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს, წელს და ხერხემალს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ბეჟი, ლურჯი და ნარინჯისფერი, ასევე ბრილიანტი, მთის ბროლი, სარდიონი, სერდოლიკი და ქარვა გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და სასწორისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, ქალწულს და თევზებს.