მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 07:50-დან 11:25 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
არ ღირს ილუზიებს აყოლა და საკუთარი თავის მოტყუება, იმოქმედეთ მხოლოდ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით.
მოერიდეთ კონფლიქტებს, რადგან არაა გამორიცხული წვრილმანი კამათი სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს.
ყურადღებით შეამოწმეთ საბუთები ხელმოწერამდე, რადგან მაღალია ფინანსური შეცდომების დაშვების ალბათობა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მომზადებისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა სახსრების და მუხლების სამკურნალოდ. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით, ბოსტნეულით და რძის ნაწარმით. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.
დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, ცისფერი, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ზურმუხტი, აქატი, ოპალი, მალაქიტი და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და სასწორს.