LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 1-ლი მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

143
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 12:00-დან 13:55 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

არ ღირს ნეგატიურ ფიქრებს აყოლა, ეცადეთ შეინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა.

მოქმედებისას იხელმძღვანელეთ ინტუიციით და არა ლოგიკით, რადგან დღეს მხოლოდ ამგვარი მოქმედება გაამართლებს.

კარგი დღეა სამომავლო გეგმების დასახვისთვის, თუმცა არ ღირს მათი გახმაურება, რადგან კონკურენტები მაქსიმალურად ეცდებიან თქვენს შეფერხებას.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს საკუთარი უხასიათობის პარტნიორისთვის თავსმოხვევა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შეძენისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა ყელის, ენდოკრინული სისტემის და თირკმელების სამკურნალოდ. მოერიდეთ ფიზიკურ და ემოციურ გადაღლას. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ და ლიმფურ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, მწვანე, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე მარგალიტი, გიშერი, ლალი, ალექსანდრიტი, ძოწი და იაგუნდი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, ტყუპებისთვის და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები