რეფორმების და სიახლეების მმართველი პლანეტის – ურანის რეტროგრადულობა კუროს ზოდიაქოს ნიშანში მნიშვნელოვნად შეაფერხებს ნოვატორულ და რეფორმატორულ საქმიანობას, საბანკო და საფინანსო გარიგებებს. ბევრს ძველ საქმეებს, მეგობრულ ურთიერთობს დაბრუნება, გადახედვა და ახლებურად წარმართვა მოუწევს.
პარტნიორული ურთიერთობა – მოერიდეთ უმიზეზოდ ეჭვიანობას.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა კოსმეტიკისა და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის შესაძენად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, ბინის კეთილმოწყობისა და ინტერიერის დიზაინის შესაცვლელად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით, ბოსტნეულით და ასკილის ჩაით. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და სიმძიმის აწევას, გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს და ხერხემალს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ნარინჯისფერი და კრემისფერი, ასევე ქარვა, სარდიონი, სერდოლიკი, ბრილიანტი და მთის ბროლი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი პრობლემების მაუწყებელი გახდება.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისთვის, სასწორისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს და მორიელს.