LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 1 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3332
მიხეილ ცაგარელი

მზე დღეს იმყოფება მორიელის ენერგიულ და უშიშარ ნიშანში, ხოლო მთვარე გადადის თევზების ემოციურ, მგრძნობიარე, რომანტიულ და ინტუიციურ ენერგიებში. ამ ტენდენციების ზეგავლენით, თითოეული ჩვენგანის ხასიათში დღის განმავლობაში უფრო მეტად იჩენს თავს აქტიურობა, უშიშრობა და ინტუიცია.

დღის რეკომენდაცია – დღეს მნიშვნელოვანია კანონმორჩილება და ურთიერთპატივისცემა. მოერიდეთ სხვათა უფლებების დარღვევას. კარგი იქნება ძველი ნივთებისგან განთავისუფლება. მოერიდეთ: პედიკურის ჩატარებას, ტერფის მასაჟს, ექოსკოპიას, ახალი ფეხსაცმლის შეძენას, ახალი მნიშვნელოვანი საქმის დაწყებას, ტყუილებს და უსარგებლო დაპირებებს, სესხის აღებას ან გაცემას. გაითვალისწინეთ, რომ საიდუმლო დღეს მარტივად გამოაშკარავდება, ამიტომ ზედმეტს ნუ ილაპარაკებთ.

ჯანმრთელობა – შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული შეშუპება, ამიტომ აკონტროლეთ საკვებისა და სასმელის ხარისხი. საკვებ რაციონში სასარგებლოა ზღვის პროდუქტების შეტანა. სუსტდება ტერფები, თვალები, ნერვული და ლიმფური სისტემა. ოპერაციების ჩატარება რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.

დღის პოზიტიური ტენდენციები – დღე ხელს უწყობს: მოგზაურობას, უცხოელებთან კონტაქტებს, ფოტოგრაფიას, კულინარიას, კაპიტალდაბადებას, იურიდიულ საქმეებს, ქველმოქმედებას, ქორწინებას, სასამართლო პროცესებს, ნადირობასა და თევზაობას, ასევე შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების გამოვლენას.

დღის მინერალები და ფერები – მარგალიტი, მარჯანი, გიშერი, ამეთვისტო – ეს ქვები მოიზიდავენ დადებით კოსმიურ ენერგიას და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს. ხოლო ფერებიდან: ვერცხლისფერი, იისფერი, მწვანე, ფირუზისფერი, ლურჯი გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითია ქალწულისა და მორიელისთვის. შედარებით დაძაბულია – ვერძის, ტყუპების, მშვილდოსნისა და მერწყულის ზოდიაქოს ნიშანთათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები