1 ოქტომბერს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდს, რომელიც გაგრძელდება 19:55-დან 23:55 საათამდე. ამ ინტერვალში ადვილად ქრება კონცენტრაცია, რაც შეიძლება ტრავმებისა და გაუფრთხილებლობის მიზეზი გახდეს. სიფრთხილე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც მძღოლებისთვის, ასევე ქვეითად მოსიარულეთათვის.
დღე გეომაგნიტურია და ამ ენერგიებმა შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემაზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, წნევის ცვლილებები, უგუნებობა. სასურველია წნევის კონტროლი და პროფილაქტიკური მედიკამენტების მიღება.
დღის რეკომენდაციები – დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ფინანსური ოპერაციების ჩატარებისთვის, ვაჭრობისთვის, ახალი თანამშრომლების მიღებისა და ახალი კავშირების დამყარებისთვის. თავი უნდა შეიკავოთ სიმძიმეების აწევისგან და მკვეთრი მოძრაობებისგან.
სასიკეთო გავლენას დღე მოახდენს მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებაზე, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვაზე, ექსპერტიზასა და სარესტავრაციო სამუშაოებზე. ასევე ხელსაყრელია ნადირობა, თევზაობა და სამშენებლო საქმეები.
პარტნიორული ურთიერთობები – მაღალია მნიშვნელოვანი ადამიანისგან განშორების ალბათობა. დღეს ჩნდება პასუხისმგებლობისგან თავის არიდების სურვილი და ცდუნებების გავლენის ქვეშ მოქცევის რისკი. მნიშვნელოვანია გულწრფელობა და სრული გულახდილობა.
ჯანმრთელობა – სასარგებლოა მკერდის, ფილტვების და კუჭ-ნაწლავის მკურნალობა. რეკომენდებულია მეტ მოძრაობაში ყოფნა. საკვებ რაციონში სასურველია ზღვის პროდუქტების შეტანა და ალერგიის გამომწვევი საკვების თავიდან აცილება. სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები და კანი, ამიტომ საჭირო ხდება დამატებითი სიფრთხილე.
დღის ფერები და მინერალები – მინერალებიდან სასიკეთოა: ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, მალაქიტი და ოპალი. ისინი მეტად გააძლიერებენ სასიკეთო კოსმიურ ენერგიებს თქვენდამი. ფერებიდან განსაკუთრებულად დადებითად მოქმედებს: კრემისფერი, ყვითელი, მწვანე, ნაცრისფერი და ლურჯი.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითად მოქმედებს კუროსა და მორიელზე.
შედარებით დაძაბულია ლომისა და სასწორისთვის. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატებით გამოირჩევა.