დღე გეომაგნიტურია, რაც დამატებით პრობლემას ქმნის გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემებისთვის. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა და საერთო დისკომფორტი, ამიტომ მნიშვნელოვანია წნევის კონტროლი, სტრესის თავიდან აცილება და სიმშვიდის შენარჩუნება.
დღის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა არის პლანეტა სატურნის დაბრუნება თევზების ზოდიაქოში. ეს პროცესი მოითხოვს სულიერ განვითარებაზე მეტი ყურადღების მიქცევას, პრაგმატულ აზროვნებასა და პროფესიული უნარების გაღრმავებას. ასევე საჭიროა საიდუმლოების დაცვა, განსაკუთრებით კარიერულ საკითხებში.
შესაძლებელია პასუხისმგებლობის თავიდან არიდების სურვილის გაჩენა, რაც ზოგჯერ დაძაბულობას გამოიწვევს. დღე ხელსაყრელია პრაქტიკული საქმეების გადაწყვეტისთვის, მათ შორის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებისთვის.
პარტნიორული ურთიერთობები – ურთიერთობებში იზრდება ემოციურობა და იმპულსურობა. აუცილებელია ზომიერება სიტყვებში და გონივრული მიდგომა, რათა თავიდან იქნას აცილებული უთანხმოებები და ზედმეტი დაძაბულობა.
პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღეს მაღალია ცდუნებებისა და მოტყუების ალბათობა, ამიტომ სიფრთხილე აუცილებელია. ამავდროულად, დღე ხელს უწყობს იურიდიულ საკითხებში წარმატებას, უცხოელებთან კონტაქტების დამყარებას, ტურისტულ ლაშქრობებსა და ექსკურსიებს. ასევე ნაყოფიერია სპორტული აქტივობებისთვის, ხელშეკრულებების გაფორმებისა და პრეზენტაციების ჩატარებისთვის. სასიკეთოა კაპიტალის დაბანდებაც.
ჯანმრთელობა – განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემა. სასარგებლოა სუნთქვითი ვარჯიშები, ფილტვების, ბრონქების და ზედა კიდურების მკურნალობა, მასაჟი და წყლის პროცედურები.
დღეს სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, მენჯ-ბარძაყის ძვალი და საზარდული. აღნიშნულ ორგანოებზე ქირურგიული ჩარევა მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში.
დღის მინერალები და ფერები – დღის ენერგეტიკას გააძლიერებს ფირუზი, ამეთვისტო, საფირონი, ლაზურიტი და ქარვა, რომლებიც იზიდავენ სასიკეთო ენერგიებს და ახალი შესაძლებლობების გახსნას უწყობენ ხელს.
ფერებიდან წარმატებასა და მიმზიდველობას გაამყარებს წითელი, ყვითელი, იისფერი, ცისფერი და ლურჯი ტონალობები.
ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ტყუპების, მშვილდოსნისა და მერწყულისათვის. შედარებით დაძაბული იქნება ქალწულებისა და მორიელებისთვის. დანარჩენ ნიშნებს საშუალო დონის წარმატება ელით.