LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის  10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

3087
მიხეილ ცაგარელი

არ ენდოთ სხვათა რჩევებს, იმოქმედეთ მხოლოდ საკუთარ ინტუიციაზე დაყრდნობით.

არ გადადოთ ხვალისთვის ის საქმე, რომლის შესრულება დღესაც შეგიძლიათ.

პარტნიორული ურთიერთობა – კარგი დღეა პარტნიორთან საერთო ენის მოძიებისა და საკამათო საკითხების განხილვისთვის.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ანტიკვარული ნივთების და ხელოვნების ნიმუშების, ავეჯის და აქსესუარების შესაძენად, საზოგადოებრივი და საქველმოქმედო საქმიანობისთვის.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა ექიმის კონსულტაციის მიღებისა და მკურნალობის დასაწყებად, კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისთვის, თავის, კბილების და გრძნობის ორგანოების სამკურნალოდ. მოერიდეთ ალერგიული პროდუქტის, ცივი და გაზიანი სასმლის მირთმევას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი და ცისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ციტრინი და საფირონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა სასწორისა და მშვილდოსნისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და კირჩხიბს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები