LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

3369
მიხეილ ცაგარელი

10 აგვისტოს ღამის პირველ საათზე დაიწყება მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდი, რომელიც დილის 10:51 საათამდე გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში მთვარის უარყოფითი ენერგია ამცირებს ყურადღებას და კონცენტრაციის უნარს – ამიტომ სიფრთხილეა საჭირო ნებისმიერი საქმეებისა და გადაადგილებისას. გზებზე მოსალოდნელია შეფერხებები, გაუთვალისწინებელი სიტუაციები და მცირე დაბრკოლებები – იყავით ყურადღებით.

დღის რეკომენდაციები – არ გირჩევთ დღეს ახალი საქმის დაწყებას, სესხის აღებას ან გასესხებას. ერიდეთ საიდუმლო საქმეებსაც – დღეს დამალული ადვილად ხდება საჯარო. ამავდროულად, დღის განმავლობაში იზრდება ინტუიცია და სექსუალური ენერგია, თუმცა თან სდევს ფანტაზიისა და ილუზიების გაძლიერება – შეეცადეთ ემოციები და ოცნებები რეალობას მოარგოთ და არ აჰყვეთ სიზარმაცეს. აკონტროლეთ ხასიათი და გადაჭარბებული მოლოდინები.

პარტნიორული ურთიერთობები – დღე ხელსაყრელია პარტნიორულ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი თემების გულწრფელი განხილვისთვის. ყურადღებით მოუსმინეთ თანამოსაუბრეს, მაგრამ ერიდეთ დაპირებებს, რომლებიც შეიძლება ვერ შეასრულოთ.

ჯანმრთელობა – მოსალოდნელია ალერგიული შეშუპებები, ამიტომ აკონტროლეთ კვება და გარემო ფაქტორები. სუსტდება ტერფების ზონა, მხედველობა და ნერვული სისტემა – დაიცავით თავი გადაღლისგან და გადამეტებული დატვირთვისგან.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე პოზიტიურია მოგზაურობისთვის, ფოტოგრაფიისთვის, კულინარიის ექსპერიმენტებისთვის, შემოქმედებითი საქმიანობისთვის, კაპიტალდაბანდებებისთვის, ქორწინებისთვის და ფართო საზოგადოებასთან გამოსვლებისთვის. ხელს უწყობს ქველმოქმედებას და სასიკეთო საქმეებს. მოერიდეთ ხილისა და ბოსტნეულის დაკონსერვებას – დღეს ამისთვის არასასურველი დროა.

დღის მინერალები და ფერები – მინერალებიდან მარგალიტი, მარჯანი, ამეთვისტო და გიშერი, ხოლოდ ფერებიდან დადებითად მოქმედებს იისფერი, მწვანე, ლურჯი, ვერცხლისფერი და ფირუზისფერი

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება თხის რქასა და თევზებზე, ხოლო შედარებით მეტი სიფრთხილე მართებთ ვერძს, ტყუპებს და სასწორს, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება მმართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები