LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 10 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

1556
მიხეილ ცაგარელი

ეცადეთ განახორციელოთ ყველა გეგმა, რადგან სწორედ დღეს გაქვთ მაქსიმალური შედეგის მიღწევის შანსი.

თავი შეიკავეთ სარისკო მოქმედებისა და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებისგან.

მოერიდეთ ყვირილს, ბრაზის და აგრესიის გამოვლენას, სხვათა განკითხვას და გაკიცხვას.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს ზედმეტი სიხისტისა და სიჯიუტის გამოვლენა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მომზადებისთვის, ახალი საქმის დაწყებისა და სამსახურის მოძიებისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოებისთვის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შეძენისთვის. 

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაამდიდრეთ კვების რაციონი ზღვის პროდუქტით, თავი შეიკავეთ ცივი და გაზიანი სასმელის მიღებისგან. კარგი დღეა სუნთქვითი ვარჯიშებისა და სახის კანის სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, კრემისფერი, თიხისფერი და ყავისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, მარჯანი, ონიქსი, ზურმუხტი და ყვითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისა და თხის რქისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები