LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 10 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

448
მიხეილ ცაგარელი

მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის წევრებთან ურთიერთობას.

მოერიდეთ სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას.

არ აჰყვეთ ილუზიებს, ეცადეთ ობიექტურად შეაფასოთ მიმდინარე მოვლენები და იმოქმედოთ შესაბამისად.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელებისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის. ნაკლებად გაამართლებს ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოება, ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ სისტემას, ფილტვებს და ბრონქებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ცისფერი, ნარინჯისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ტოპაზი, აკვამარინი, სერდოლიკი და ამაზონიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს და ტყუპებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები