LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 10 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

4415
მიხეილ ცაგარელი

ვუახლოვდებით სავსემთვარეობის დღეებს – დღე და ხვალ სავსემთვარეობის გავლენა აქტიურ ფაზაში გადადის. ეს პერიოდი მეტად ემოციურია, მაღალია პროვოკაციების ალბათობა. მზე და მთვარე ერთმანეთს უპირისპირდებიან, რაც ქმნის დაძაბულ ენერგეტიკულ ველს. ამიტომ საჭიროა მაქსიმალური სიფრთხილე და ემოციური შეკავება.  დამატებით, დღე გეომაგნიტურია – რაც კიდევ უფრო აძლიერებს საერთო ფონს.

23:38-დან 01:00 საათამდე მთვარის მიმართულებადაკარგული ფაზაა – განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც მძღოლებს, ასევე ქვეითებს. ამ პერიოდში ყურადღება კლებულობს, იზრდება ტრავმის მიღების რისკი

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა ძველი დაუსრულებელი საქმეების გასაანალიზებლად, გარემოს დალაგებისა და უსარგებლო ნივთებისგან გასათავისუფლებლად. არ არის რეკომენდებული ფინანსური ოპერაციების განხორციელება, ახალი თანამშრომლების მიღება ან სარისკო ნაბიჯების გადადგმა.მოერიდეთ სიმძიმეების აწევას, მკვეთრ მოძრაობებსა და ფიზიკურ გადაძაბვას.

ჯანმრთელობა – დღეს აქტიურდება გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის მგრძნობელობა. მოსალოდნელია თავის ტკივილები, წნევის მერყეობა, ფიზიკური დაღლილობა. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით დღის მეორე ნახევარში – კონტროლი გაუწიეთ ემოციებს. სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები და კბილების ზონა. არ არის რეკომენდებული ალერგიული პროდუქტების მიღება – განსაკუთრებით თხილი, თაფლი და მსგავსი პროდუქტები. ასევე მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს.

დღის ფერები და მინერალები – დღეს სასიკეთო გავლენას იქონიებს ყავისფერი, კრემისფერი, ყვითელი, მწვანე და ნაცრისფერი ტონები. მინერალებიდან სასურველია ონიქსის, ქრიზოპრაზის, აქატის, ოპალისა და მალაქიტის გამოყენება. ისინი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანს

ზოდიაქოს ნიშნები – დღე განსაკუთრებით პოზიტიურია მორიელისთვის და თხის რქისთვის, შედარებით დაძაბულია ტყუპებისა და ლომისთვის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები