დღე გეომაგნიტური და ტრავმულ-ავარიულია და ამ მხრივ ყურადღებით იყავით. დღეს დაწყებული საქმე აუცილებლად ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი. აკონტროლეთ აზრები და ემოციები. პარტნიორულ ურთიერთობებში მოიმატებს ამბიციურობა, ამპარტავნება, პრეტენზიულობა, ილუზიები.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – დღეს კარგია მშენებლობის დაწყება, საზოგადოებრივი ღონისძიებები, საბავშვო ზეიმები, ახალი სამსახურის დაწყება, თანამდებობის დაკავება,
მოერიდეთ ფინანსურ გარიგებებს, ხელშეკრულებების დადებას, მცენარეების დარგვა-გადარგვას, მორწყვას, ბინის შეცვლას, ქორწინებას და ნიშნობას, ტურების გახვრეტას.
ჯანმრთელობა- დღევანდელი დღის გეომაგნიტური ენერგიები პრობლემას უქმნიან ადამიანთა გულსისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას, რაც თავის მხრივ, შეიძლება, რომ თავის ტკივილის, უგუნებობის, წნევის მიზეზი გახდეს.
ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება გულსისხლძარღვთა სისტემა და ხერხემალი. ოპერაციების ჩატარება აღნიშნულ ორგანოებთან მიმართებით, განსაკუთრებული საჭიროებების გარდა, სასურველი არ არის.
დღეს შედეგიანია თვალების, ნერვული სისტემის მკურნალობა. მოერიდეთ აბანოს, საუნას, სოლარიუმს, ფიზიკურ და ემოციურ გადაღლას, ზედმეტ ნერვიულობას, სიმძიმეების აწევას. გაუფრთხილდით გულს.
საკვებ რაციონში მეტად შეიტანეთ ხორცეული, თევზეული, რძის პროდუქტები, კვერცხი, ბოსტნეული, რაც სასიკეთო გავლენას მოახდენს ორგანიზმზე და იმუნიტეტზე.
დღის მინერალები და ფერები – მინერალებიდან გამოიყენეთ ბრილიანტი, მთის ბროლი, სარდიონი, ქარვა. ეს ქვები მეტად მოიზიდავენ სასიკეთო ენერგიებს და შესაძლებლობებს.
ფერებიდან პრიორიტეტი მიანიჭეთ წითელს, ყვითელს, ბეჟს, ლურჯს, ნარინჯისფერს. ეს ფერები თქვენს მიზიდულობას და შარმს გააძლიერებენ.
სიზმრები – დღევანდელი სიზმრები ხანგრძლივი პერიოდის შემდგომ ახდება.
ზოდიაქოს ნიშნები- დღე დადებითია ვერძის, ტყუპების, სასწორის ნიშნებისთვის, შედარებით დაძაბულია – თხის რქებისთვის და თევზებისთვის.