გამარჯვების მმართველი პლანეტის – იუპიტერის ერთი წლით კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ადამიანებში პატრიოტიზმს, ოჯახური და ეროვნული ფასეულობების დაცვის სურვილს გააძლიერებს. წარმატება ელით საგანმანათლებლო, კულტურის, ეკონომიკის, ფსიქოლოგიის სფეროსა და სამშენებლო ბიზნესში დასაქმებულ ადამიანებს.
გამოიჩინეთ სიფრთხილე საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობისას, რადგან მაღალია მოტყუების და შეგნებულად შეცდომაში შეყვანის ალბათობა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მომზადებისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დაწყებისთვის. ნაკლებად გაამართლებს მგზავრობა და მოგზაურობა, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა მასაჟისა და წყლის პროცედურების ჩატარებისთვის. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით, ბოსტნეულით, ფაფებით, რძის ნაწარმით და თევზით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.
დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, ცისფერი, იისფერი, წითელი და ყვითელი, ასევე ფირუზი, იაგუნდი, ქარვა, აკვამარინი და საფირონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა სასწორისა და მშვილდოსნისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, თხის რქას და მერწყულს.