LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

1951
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ერთგული და სტაბილური კუროს, მთვარე კი, აქტიური და ენერგიული ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს, არ ღირს ფარულად მოქმედება, რადგან ნებისმიერი დაფარული გაცხადდება და ისევ თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და ოფიციალური დოკუმენტების გაფორმებისთვის, შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გასამართად, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ უჰაერო სივრცეს, სიმძიმის აწევას და ფიზიკურ დატვირთვას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს და ბრონქებს, ხელებს და მხრებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ცისფერი, კრემისფერი, ნარინჯისფერი და იისფერი, ასევე ტოპაზი, აკვამარინი, ნეფრიტი, გიაცინტი და ლაბრადორი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და სასწორისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, ტყუპებს და თხის რქას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები