LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

2722
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 10:19-დან 23:59 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

პარტნიორული ურთიერთობა – კარგი დღეა ერთობლივი გეგმების დასახვისთვის.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, ნიშნობისა და ქორწინებისთვის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ავეჯის და აქსესუარების შეძენისთვის.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ ზედმეტი სითხის და ალერგიული პროდუქტის მიღებას. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით, ბოსტნეულით და რძის პროდუქტით. კარგი დღეა კბილების და გრძნობის ორგანოების სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – ცისფერი, ლურჯი, კრემისფერი, ყვითელი და ნაცრისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ციტრინი და ლაბრადორი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და მორიელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები