მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 04:25-დან 09:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
თავი შეიკავეთ მავნებლობისგან, რადგან დღეს გაკეთებული ცუდი საქმე აუცილებლად ბუმერანგივით დაგიბრუნდებათ.
მოერიდეთ ფარულად მოქმედებას, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გაცხადდება და ისევ თქვენ გაზარალებთ.
პარტნიორული ურთიერთობა – კარგი დღეა ხელის თხოვნისა და პარტნიორისთვის ცოლობის შეთავაზებისთვის.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, საქველმოქმედო და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მომზადებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება, ახალი ფეხსაცმლის ყიდვა და ჩაცმა, ფულის სესხება და ვალად გაცემა.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ლიმფურ და ნერვულ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, იისფერი, ფირუზისფერი და ვერცხლისფერი, ასევე მარგალიტი, გიშერი, ამეთვისტო, მარჯანი და ალექსანდრიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი წარმატებების მაუწყებელი გახდება.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს და სასწორს.
აუდიოჩანაწერი