მთვარის მიმართულებადაკარგული პერიოდი დაიწყება 04:32 საათზე და გასტანს 11:15 საათამდე. ამ დროს განსაკუთრებით სუსტდება ყურადღება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტრავმები და ავარიები. ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილე მართებთ როგორც მძღოლებს, ასევე ქვეითად მოსიარულეებს.
დღე გაჯერებულია გეომაგნიტური ენერგიებით, რაც დამატებით დატვირთვას ქმნის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა და სხვა დისკომფორტი. რეკომენდებულია წნევის კონტროლი, წამლების პროფილაქტიკა, სტრესის თავიდან აცილება და შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნება.
დღის რეკომენდაციები – ფინანსურმა სირთულეებმა შესაძლოა ურთიერთობებში დაძაბულობა გამოიწვიოს. მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობასა და გარეგნობის მოწესრიგებას: სასარგებლოა საუნა, მასაჟი, კოსმეტიკური პროცედურები, დიეტის დაწყება. კარგია რაციონში მზესუმზირის, კაკლისა და ავოკადოს დამატება.
პარტნიორული ურთიერთობები – დღე რთულია სიყვარულისა და ქორწინებისთვის. მოსალოდნელია მოტყუება, ცილისწამება, ჭორები და ინტიგები. გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია და ნუ ენდობით დაუზუსტებელ წყაროებს.
პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე ხელს უწყობს კონტაქტებსა და რეკლამას. წარმატებულია სავაჭრო გარიგებები. ხელსაყრელია სწავლა, სამეცნიერო კვლევა და საქმიანი მიმოწერა. არ არის რეკომენდებული: ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა, ახალი საქმის დაწყება, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, ახალი თანამშრომლების მიღება სამსახურში.
ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები და მხრები. მოერიდეთ უაჰაერო სივრცეებში ყოფნას, გონების გადაღლას, სიმძიმეების აწევას, რემონტის დაწყებას, თმის შეჭრას
დღის მინერალები – თოპაზი, აქვამარინი, იაგუნდი, სერდოლიკი, ნეფრიტი მეტად მოიზიდავენ თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითია ვერძისა და ტყუპებისთვის. შედარებით დაძაბულია ქალწულისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის.