დღეს მზე იმყოფება ქალწულის ზოდიაქოში, რომელიც ორგანიზებულობას, დისციპლინასა და შრომისუნარიანობას განაპირობებს. მთვარე დღის განმავლობაში კუროში იმყოფება, რაც გააჩენს სტაბილურობისა და ერთგულების ტენდენციებს, თუმცა 23:00 საათამდე ჯერ კიდევ ვერძშია, რაც გამოიხატება ემოციურობაში, სწრაფად მოქმედებაში, ზოგჯერ აგრესიასა და მოუთმენლობაში. შესაბამისად, დღის პირველ ნახევარში განსაკუთრებით თვალსაჩინო იქნება ექსპრესიულობა და კამათისკენ მიდრეკილება.
დღის რეკომენდაცია – აუცილებელია ხასიათში წყენის, აგრესიისა და პირდაპირობის გაკონტროლება, რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტი დაძაბულობა.
პარტნიორული ურთიერთობები – დღეს იჩენს თავს სიხარულისა და ემოციების გაზიარების სურვილი. კარგი დროა სასიამოვნო საუბრებისა და ურთიერთობების გაღრმავებისთვის, თუმცა თავი უნდა აარიდოთ გადაღლას, განსაკუთრებით თვალების გადატვირთვას.
ჯანმრთელობა – ეფექტურია თირკმელების, შარდსასქესო სისტემის, ფარისებრი ჯირკვლის, კანისა და ყელის მკურნალობა. სუსტდება თავი, სისხლძარღვოვანი სისტემა, ცხვირი და გრძნობათა ორგანოები.
პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე რთულია ისეთი საქმეებისთვის, რომლებიც მოითხოვს დიდ მოთმინებასა და ხანგრძლივ შრომას. დღევანდელი დღე არასასურველია ქორწინებისთვის, ფინანსური ოპერაციებისთვის, კაპიტალდაბანდებებისთვისა და ხელშეკრულებების გაფორმებისთვის.
დღე დადებითია სწრაფად შესასრულებელი საქმეებისთვის, მგზავრობისთვის, ხელმძღვანელთან კონტაქტისა და საყოფაცხოვრებო საქმეების მოსაგვარებლად.
დღის მინერალები და ფერები – სასარგებლოა ლალი, იაგუნდი, ძოწი, წითელი იასპი და სერდოლიკი. ეს ქვები მათი გამოყენების შემთხვევაში მოიზიდავენ თქვენდამი სასიკეთო კოსმიურ ენერგიებსა და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს. ხოლო ფერებიდან განსაკუთრებულად დადებითად მოქმედებს წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი და ლურჯი ტონები.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურია ლომისთვის, სასწორისთვის, მშვილდოსნისთვის და მერწყულისთვის. შედარებით ნეგატიური იქნება კუროსთვის, კირჩხიბისთვის, ქალწულისთვის და მორიელისთვის.