LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 10 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

1473
მიხეილ ცაგარელი

არ ღირს იმ დაპირებების გაცემა, რომელთა შესრულება მომავალში გაგიჭირდებათ.

გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე დოკუმენტების ხელმოწერისას, რადგან მაღალია ფინანსური შეცდომების დაშვების ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ვაჭრობისა და კომერციისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დაწყებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობისთვის, კაპიტალდაბანდებისა და მსხვილი საყიდლებისთვის, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მომზადებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, თეთრი, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ზურმუხტი, აქატი, მარგალიტი, ოპალი და ყვითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი იქნება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ მშვილდოსნისა და მერწყულისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები