LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

5114
მიხეილ ცაგარელი

ყურადღება მიაქციეთ მიმართულებადაკარგული მთავრის პერიოდს – 10:56 საათიდან 22:00 საათამდე მთავრის ნეგატიური ენერგია განსაკუთრებით ამცირებს ყურადღებას, რაც ზრდის ტრავმებისა და ავარიების ალბათობას. ამიტომ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ მძღოლები და ქვეითები.

ამასთან, დღე გაჯერებულია გეომაგნიტური აქტივობითაც, რაც ყველაზე მეტად გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას აწვება. მოსალოდნელია თავის ტკივილები, დაღლილობა და წნევის მერყეობა, ამიტომ სასურველია აკონტროლოთ ჯანმრთელობა, დაისვენოთ და მაქსიმალურად შეინარჩუნოთ სიმშვიდე.

დღეს იწყება მნიშვნელოვანი ასტროლოგიური პერიოდი: 11 აგვისტოდან 13 აგვისტოს ჩათვლით ვენერა და იუპიტერი კირჩხიბის ნიშანში ერთიანდებიან. ეს დღეები ოჯახურ და ნათესაურ ურთიერთობებში მოულოდნელად სასიამოვნო მოვლენებს აღძრავს -შეიძლება მოხდეს სასიკეთო ცვლილებები ოჯახში. იზრდება ახალი რომანტიკული ნაცნობობის შანსიც, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც სიყვარულში სიახლე სჭირდება.

ჯანმრთელობა – განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ წნევას და საკვების ხარისხს – მოერიდეთ ხორცს და ტკბილმჟავე საკვებს, რომ ზედმეტად არ დაამძიმოთ ორგანიზმი. მოსალოდნელია ალერგიული შეშუპებაც, ამიტომ მნიშვნელოვანია სიფრთხილე კვებაში.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – კარგია იურდიული საქმეების მოგვარება, კაპიტალდაბანდებების განხორციელება, ფოტოგრაფია და ქორწინების თემებიც კი იღებს დადებით ასტროლოგიურ ენერგიას. მთავარია ემოციური სიმშვიდე და საკუთარი ენერგიის გონივრული მართვა. არ არის რეკომენდებული ტერფების მასაჟი, ექოსკოპია, ახალი ფეხსაცმლის ყიდვა ან ჩაცმა. დაიმახსოვრეთ, რომ დღეს გაცემული დაპირებები ადვილად შეიძლება დაირღვეს და საიდუმლოებიც მარტივად გამოვლინდეს.

დღის ფერები და მინერალები – ამ დღისთვის საუკეთესო ენერგეტიკული გამაძლიერებელია მარგალიტი, გიშარი, მარჯანი და ამეთვისტო. ფერებიდან იისფერი, მწვანე, ვერცხლისფერი და ფირუზისფერი დაგეხმარებათ მიზიდულობისა და პიროვნული შარმის გაძლიერებაში.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია კუროსთვის, კირჩხიბისთვის, ქალწულისთვის და მორიელისთვის. შედარებით სიფრთხილე მართებთ ლომის, მერწყულისა და მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები