LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 11 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

1640
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 14:00-დან 17:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს, საკუთარი იდეების გასაჯაროებასა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას.

პარტნიორული ურთიერთობა – პოზიტიური დღეა საკამათო საკითხების განხილვისთვის.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, უძრავი ქონებისა და სამშენებლო მასალის შეძენისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობისთვის, ახალი კონტაქტების გაბმისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის.

ჯანმრთელობა – თავი შეიკავეთ ცივი და გაზიანი სასმელის მიღებისგან. მოერიდეთ ყურების გახვრეტას და თმის შეჭრას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, კრემისფერი, თიხისფერი და ყავისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, მარგალიტი და ტოპაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ სასწორს და მშვილდოსანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები